რატომ თქვენთან? +

ჩვენთან მუდმივად შეგხვდებათ დაბალი ფასები, სხვადასხვა აქციები და უმაღლესი ხარისხის მომსახურება. ჩვენი მიზანია ციფრული პროდუქტის პოპულარიზაცია, ამიტომ მზად ვართ თქვენს ყველა შეკითვას ვუპასუხოთ. უკვე გვყავს ასობით კმაყოფილი მომხმარებელი, რომლებმაც მიიღეს მაღალი ფასეულობები დაბალი დანახარჯებით.

რა განსხვავებაა თამაშის ორ კატეგორიას შორის? +

კატეგორიები:

  1. ჩვენი ექაუნთით;
  2. თქვენი ექაუნთით.

პირველ შემთხვევაში: თამაშობთ ჩვენი ექაუნთით და საჭიროა მხოლოდ ინტერნეტთან კავშირი (Wi-Fi ან კაბელი).

მეორე შემთხვევაში: თამაშობთ თქვენი ექაუნთით და ინტერნეტთან კავშირი აუცილებელი არ არის.

რა არის ციფრული თამაში? +

ციფრულ თამაშს არ აქვს დისკის სახე. თამაშს იწერთ სონის ოფიციალური სთორიდან, რთავთ პირდაპირ მენიუდან. არ გიწევთ დისკების ცვლა ყოველ ჯერზე, მათ გაკაწრვაზე ნერვიულობა და დაზღვეული ხართ მსგავსი ხარვეზებისგან.

დაბლოკვის ან ბანის საფრთხე არსებობს? +

ჩვენი ყველა პროდუქტი არის ჩვენს მიერ შეძენილი სონის ოფიციალურ სთორზე, არ გვაქვს შეხება პირატულ პროდუქტთან, შესაბამისად არ აქვს არანაირი ვადა და არ არსებობს დაბლოკვის საფრთხე.

როგორ ხდება შეძენა? +

პროდუქტის შესაძენად მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში, გადახდიდან ნახევარი საათის განმავლობაში მიიღებთ ჩვენს მონაცემებს მარტივ ვიდეოინსტრუქციასთან ერთად და დაიწყებთ გადმოწერას.

ასევე შეგიძლიათ მოიტანოთ კონსოლი ჩვენს ფილიალში და ადგილზე შევიყვანოთ მონაცემები.

რატომ გენდოთ? +

ჩვენგან ყიდულობთ პროდუქტს და არა ექაუნთს, ყველა ექაუნთზე გვაქვს წვდომა და კონტროლი, შესაბამისად ვიღებთ მასზე პასუხისმგებლობას. დაუშვებელია რაიმე სახის ცვლილება ჩვენს ექაუნთზე.

პროდუქტზე პასუხისმგებლები ვიქნებით იქამდე, სანამ იფუნქციონირებს ჩვენი ონლაინ მაღაზია. გვაქვს მუშაობის 9 წლიანი გამოცდილება, გვყავს უამრავი მომხმარებელი და სანდო პარტნიორები ფლეირუმების სახით (მაგ: Play House, Play Time, Gamer და ა.შ.).